Saturday, October 13, 2012

ქუთაისი


ქუთაისიქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192.500 ათასი (2010 .). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთერთი ცენტრია საქართველოში, ქალაქში მდებარეობს 35 ბაგაბაღი, 46 საჯარო და 20 კერძო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი «ქუთაისი», თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტიქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, . ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, . ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტილამპარი“ , . ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტიკოლხა“ , . ქუთაისის საერო ინსტიტუტიგელათი“, . ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი , ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი , ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი , საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, . ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, . ქუთაისის . მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამდენიმე პროფსასწავლებელი.


 ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. . III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. . VIII .) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI .) ცნობით: